თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისები შესრულდება.
ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია SKYBUS შეასრულებს.
მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი-ბათუმი- ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ფრენების განრიგი ასეთია – ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30; თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25; თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი – ბათუმი: 09:00; ბათუმი – ნატახტარი: 11:00.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.