თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს, დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ინფორმაციით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება და მისი ძირითადი თემა „დევნილთა საარსებო წყაროები: საჭიროებები და მიგნებები“ იქნება.
დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
დევნილთა კვირეული 18 ივნისიდან დაიწყო. საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.