გიორგი მარგველაშვილი: ადვოკატები ურთულესი გამოწვევის წინაშე დგახართ, რადგან უნდა დაიცვათ ადამიანები, რომლებსაც ხშირად ჩაუდენიათ დანაშაული
20-06-2016, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ადვოკატთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეუძლებელია სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული სახელმწიფოს შენება თუ ამ სახელმწიფოში არ არის დაცული თითოეული ადამიანის უფლება. პრეზიდენტმა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობას და სირთულეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადვოკატები ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან მათ უნდა დაიცვან "ადამიანები, რომლებსაც ხშირად ჩაუდენიათ დანაშაული".

 

 

„საქართველოში ადვოკატის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. რეალურად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მომავალზე, საუბარია მომავალზე დემოკრატიული ქვეყნისა, რომელშიც ადვოკატები თავიანთი პროფესიონალური სამუშაოთი, ინტელექტითა და მორალური სტანდარტებით არიან შემქმნელები და განმამტკიცებლები დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული თანაცხოვრებისა," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს კონსტიტუციური წყობა, ხოლო ინდივიდიალურ და კონკრეტულ შემთხვევაში ამას აკეთებენ ადვოკატები.

 


„თქვენ იცავთ მეორე ადამიანს და აძლევთ მას შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს შეგრძნება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობს. რეალურად, თქვენ ურთულესი გამოწვევის წინაშე დგახართ, რადგან უნდა დაიცვათ ადამიანები, რომლებსაც ხშირად ჩაუდენიათ დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული არის საზოგადოებრივი აზრი და შეიძლება ხშირად ფაქტები სწორედ ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კონცეფციაზე დგას ამ დროს თქვენი საქმიანობა. არსებობს გარემოებები, რომელიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს თავისი სიმართლის მტკიცების უფლება ჰქონდეს და რომ მისი უფლება იქნება დაცული," აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი