ოთარ ფარცხალაძის თქმით, ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის, პროკურატურაში მიყვანის და შემდეგ მასზე ზეწოლის ფაქტები მოელანდა
20-06-2016, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის არარეალური წარმოდგენების საფუძველზე დაადგინა.

 

 

როგორც მან გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილს, ციხიდან გაყვანის, პროკურატურაში მიყვანის და შემდეგ მასზე ზეწოლის ფაქტები მოელანდა.

 

 

„რამდენ პატიმარს მოელანდება, რომ მთავარი პროკურორი შეხვდა. ახლა ასმა პატიმარმა, რომ თქვას ოთარ ფარცხალაძე შეგვხვდაო... კი არ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილს ციხიდან გაყვანა მოელანდა, ეგრეა“,-განაცხადა ფარცხალაძემ.

 

 

ფარცხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ მას ვერ დააკავებენ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

 

 

„ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ. ერთადერთი თუ დაიწყო გამოძიება, არ ვიცი ეგეც ტელევიზიით მოვისმინე, ვითანამშრომლებ. გამოძიება მივა იმედია აუცილებლად ბოლომდე, შესაბამისად როგორც დაიწყება, შეწყდება ისე“,-აცხადებს ოთარ ფარცხალაძემ.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა მას ხელშეუხებლობის განცდა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე ფარცხალაძე პასუხობს, რომ ფაქტი არ მომხდარა, ის მერაბიშვილს არ შეხვედრია, შესაბამისად არანაირი ხელშეუხებლობის განცდა არ აქვს.

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიმდინარე წლის 14 ივნისს, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც  2013 წლის მაისში დაიწყო და  2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი. თუმცა დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე. კერძოდ კი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტზე (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) და 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რა დროსაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით და უარი სათანადოდ არ დაასაბუთა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი