საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრებად მიიჩნევს.
სწორედ ამით ხსნის ირაკლი ღარიბაშვილი იმ კრიტიკას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩიუსმა და კარლ ბილდტმა გამოთქვეს.
"ეს ნორმალურია, ეს არის ჩვეულებრივი. მარტივად აგიხსნით, ეს არის სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუნდაც ომი. ზოგიერთი მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის გაქცეული მთავარსარდალი და ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და მკაცრად შეაფასებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და რეალური დემოკრატიის დამკვიდრება და ის საუბრები, რაც გვესმის, მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.