ცენტრალური აფრიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ქართული მხარის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
20-06-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაატარა.

 

 

გაეროს მისიისა და ბანგის არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ სავარაუდო დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესი სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ კი, მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ქართულმა მხარემ საგამოძიებო პროცესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმების შესაბამისად განახორციელა.

 

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი