"ამ პარტიას შესწევს ძალა უკეთესობისკენ შეცვალოს ქვეყნის მომავალი" - ადვოკატი, ლევან სამუშია "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა
20-06-2016, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალ დემოკრატებს“ ადვოკატი, ლევან სამუშია შეუერთდა. პარტიის ახალი წევრი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

 


„მთელმა საქართველო იცის ის შრომა, რაც ლევანმა ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს, სამართლიანობის აღდგენის ბრძოლაში ჩადო. როდესაც ჩვენ, ოპოზიცია ვიყავით ურთულეს სიტუაციაში, ის სრულიად უანგაროდ გვიწევდა დახმარებას. ლევანი იქნება ჩვენი ლიდერი დიდუბე 2-ში, ანუ მე-16 საარჩევნო ოლქში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენ პარტიულ სტრუქტურებთან ერთად გამარჯვებას მოიპოვებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

 

 

ლევან სამუშიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სამართლიანობისა და სასამართლო სისტემის კუთხით ურთულესმა სიტუაციამ განაპირობა.

 

 

„დიდი პატივია ვიყო „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად. ეს არის პარტია, რომელსაც შესწევს ძალა უკეთესობისკენ შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სამართლიანობის და სასამართლოს კუთხით არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, იგივე უსამართლობა მიმდინარეობს და შევეცდები, როგორც პოლიტიკოსმა უკეთესობისკენ შევცვალო მომავალი სასამართლო სისტემა, რათა ჩვენი მოქალაქეები კვლავ ასეთი დაჩაგრულები არ იყვნენ“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი