საავტომობილო გზების დეპარტამენტი სიღნაღიდან წნორის მიმართულებით, ქვაფენილის და 5.6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ guardian.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს „კავკას ავტო მაგისტრალი“ ასრულებს. პროექტი ქვაფენილის განახლებას, მიმღები ჭების გაკეთებას, ღია სანიაღვრეების მოწყობას და გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.
პროექტი მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
მე–2 მსხვილი პროექტი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხორციელდება, სიღნაღი-ნუკრიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაა.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, აღნიშნულ მონაკვეთზე 1520 მეტრზე ასფალტ–ბეტონის საფარი მოეწყობა.
გზის მშენებლობა 23 მარტს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.