სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეკონომიკის საკითხებსა და ბიზნესგარემოზე კონფერენცია იმართება.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ბიზნესხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შედგება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იქნება შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანასა და ბიზნესში არსებობს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში იყოს.
„ბევრი თემაა, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან. ამ შემთხვევაში მე ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. ეს არის აბსოლუტურად ეკონომიკური ფორმატის შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რომლის დაყენებასაც ბიზნეს-ასოციაცია შეხვედრაზე გეგმავს, არის ტურიზმი. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ტურიზმი სწრაფად ვითარდება, თუმცა, ამავდროულად თუ სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურისთვის მეტი ყურადღების მიქცევა არ მოხდა, მაშინ შესაძლოა, სერვისი დაეცეს.
კონფერენციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. შეხვედრას ასევე ექსპერტები, მინისტრები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.