"თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია"
08-08-2014, 08:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს "თვითერით" ეხმაურება.

 


"თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - დაწერა შვედმა მინისტრმა "თვითერზე".

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის კლუბის წევრები უწოდა.

 


სწორედ ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა ის კრიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩიუსმა და კარლ ბილდტმა გამოთქვეს.

 


"ეს არის სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუნდაც ომი. ზოგიერთი მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის გაქცეული მთავარსარდალი და ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და მკაცრად შეაფასებს", - განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი