ახმეტაში, სოფლების ქვემო და ზემო ალვანის მცხოვრებლებმა, თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების შეფერხება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. მათი თქმით, კომპანია „თუშეთის გზა“ მოძველებული ტექნიკის გამო, სამუშაოებს სრულყოფილად ვერ ახორციელებს.
მძღოლები, რომლებსაც თუშეთში ტურისტები გადაჰყავთ, ამბობენ, რომ ამ მიზეზით წელს, შესაძლოა, მთაში ტურისტული სეზონი ჩავარდეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს რაიონის გამგებელი, ბექა ბაიდაური შეხვდა. მას მოსახლეობამ მთავრობის სახელზე დაწერილი განცხადება გადასცა.
გამგებლის განმარტებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დამატებით ტექნიკას იქირავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.