წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობის ნაწილმა გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები სოფლის გზის რეაბილიტაციას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებს წალენჯიხის რაიონის გამგებელი შეხვდა. მან მოსახლეობას აუხსნა, თუ როდის შეიძლება გაკეთდეს სოფელში გზა, ასევე ისაუბრა სასმელი წყლის პრობლემაზე, რომელიც სოფელს 30 წელია აწუხებს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში გზის შეკეთების პირველადი სამუშაოები დაიწყება, ხოლო ასფალტისსაფარიანი გზის მშენებლობა 2017 წლიდან იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.