"გიორგი კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, გვყავს გამჭვირვალე, არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს ასეთი სუსტი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს" - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” გააკეთა.
"გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას, შევძლებთ ეკონომიკა განვავითაროთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ხალხისგან, იმართება ბიზნესისგან და ყველა თქვენს გამოძახილს ეხმაურება, რომ ლობირება გაგიწიონ. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაჭირვებულია, შეუძლიათ, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანონ და დავკარგოთ ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს.
იმასაც შეგახსენებთ, რა დონეზე იყო ადამიანის უფლებები - ძალიან დაბლა, ნულთან ახლოს. ერთი ჯგუფი კი კანონზე მაღლა იდგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. სიტუაცია იყო ძალიან მძიმე, სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში. მოკლედ შეგახსენებთ რა გაკეთდა: ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ, საქართველო ევროპის შესადარი გახდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად საკუთრებაში ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ან მედიის თავისუფლებაში. ჩემი გადმოსახედიდან მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება უფრო მეტჯერ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. ასეთი დისბალანსი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
"აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ის სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციური პარტიული ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის ხიბლს იმისას, რომ კიდევ ერთჯერ დაარწმუნონ მოსახლეობა ეს არის ხელისუფლების ბრალი და ესეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და ნაცვლად სთავაზობენ აბსოლუტურად არაარგუმენტირებულ და და გაუაზრებელ დაპირებებს. აქ ბიზნესს საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს და დაეხმაროს საზოგადოებას. ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხელისუფლებას რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება ხიფათთან იყოს დაკავშირებული და ქვეყანას სტაბილურობა დააკარგვინოს. თუ კიდევ ერთხელ შევაფასებთ სხვაობას დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკას შორის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავლახოთ ეს დისბალანსი, შევინარჩუნოთ თავისუფალი კონკურენტული ბაზარი," განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.