„არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინეტერესისა, არ გამაჩნია“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“.
ექსპრემიერის თქმითვე, მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს.
„არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინეტერესისა, არ გამაჩნია. თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნესინტერესები საქართველოში არ მაქვს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ თანაინვესტირების ფონდთან არსებული პროექტები მზად არის ფასდაკლებით და შეღავათებით გადასცეს.
„თუ ნებისმიერი პროექტი დაგაინტერესებთ, რომელიც თანაინვესტირების ფონდთან კავშირშია, გადმოგცემთ ფასდაკლებით და შეღავათებით. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ პროექტებთან დაკავშირებით გახლავთ, რომ ტურისტული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. ჩემი ერთადერთი საზრუნავი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. ამისთვის გვჭირდება, ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის, რომ სწორი არჩევნები გავაკეთოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.