"დოიჩე ველე" – მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის ლიდერები 1 200 წლის შემდეგ პირველად იკრიბებიან
20-06-2016, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის ლიდერები 1 200 წლის შემდეგ პირველად იკრიბებიან, მაგრამ ღირსშესანიშნავ მოვლენას თან ახლავს დაყოფა, რადგან 4 ავტონომიური ეკლესია, მათ შორის რუსეთი, ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს. ამი შესახებ გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს.

 


სტამბულში ბაზირებული მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერი, პატრიარქი ბართლომეოსი საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ერთკვირიან შეკრებას ხელმძღვანელობს.

 


"ეს დიდი და წმინდა საეკლესიო კრება ერთიანობის გზავნილს განავრცობს... ის დაეხმარება დღევანდელობის გამოუვალ მდგომარეობებს თავის დაღწევაში.," განუცხადა ბართლომეოსმა ადგილობრივ მედიას.

 


მიუხედავად ამისა, როგორც "დოიჩე ველე" წერს, აღნიშნული ისტორიული ღონისძიება ღრმა პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

 


რუსეთის ეკლესიამ, რომელიც მსოფლიოს 300 მილიონი მართლმადიდებლის მესამედს წარმოადგენს – ისევე როგორც ქართულმა, ბულგარულმა და სირიაში ბაზირებულმა ანტიოქიის საპატრიარქოებმა ე.წ. დიდ და წმინდა კრებას ბოიკოტი გამოუცხადეს.

 


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა პარასკევს განაცხადა, რომ იგი არ დაესწრებოდა კრებას, რადგან უფრო მეტი მომზადება იყო საჭირო.

 


მსოფლიოს მართლმადიდებლები 14 ავტონომიურ ეკლესიად არიან დაყოფილნი. მსოფლიო პატრიარქის მუდმივი ადგილსამყოფელი, თურქეთში, ქალაქ სტამბულშია, რომელიც ადრე კონსტანტინოპოლად იყო წოდებული და რომელიც ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახლდათ. ბართლომეოსი მიჩნეულია მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერად, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მხოლოდ რამდენიმე ათასი ბერძენი მართლმადიდებელიღაა დარჩენილი სტამბულში.

 


გერმანული გამოცემა წერს, რომ სტამბულში ბაზირებული ეკლესია ხშირად ჩხუბის მდგომარეობაში იმყოფება მოსკოვის ეკლესიასთან, რომელმაც თავისი ძალაუფლების დიდი წილი კომუნიზმის დამხობის შემდეგ აღიდგინა.

 


პაპის მოწოდება შერიგებისაკენ

 

 

პაპი ფრანცისკი, რომაული კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, ცდილობს რომაული კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერიგებას. კვირას, ვატიკანში საუბრისას, მან მოუწოდა მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით შერიგებისაკენ. ორი ეკლესია 1054 წელს დაიყო, რაც ისტორიაში ცნობილია, როგორც "დიდი განხეთქილება."

 


"მოდი გავერთიანდეთ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებთან, შევევედროთ წმინდა სულს, დაეხმაროს თავის საჩუქრებს, პატრიარქებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, რომლებიც საეკლესიო კრებაზე არიან შეკრებილნი," განაცხადა რომის პაპმა.

 


სინოდი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა მართლმადიდებელი ეკლესიის მისია; მისი ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან; მარხვა, ქორწინება; როგორ უნდა შეიძინონ ეკლესიებმა ავტონომიის გარკვეული დონე; და მართლმადიდებელი დიასპორები თუ მართლმადიდებელი ეკლესიების წევრები, რომლებიც არა–მართლმადიდებელ ქვეყნებში ცხოვრობენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი