გიორგი ვაშაძე იუსტიციის სამინისტროს მხიდან, ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს და თეა წულუკიანს მოუწოდებს, შესაბამისი პროცედურები ხელოვნურად არ შეაფერხოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძემ თანაგუნდელებთან ერთად იუსტიციის სახლთან ბრიფინგი გამართა.
,,იურიდიული რეგისტრაციის პროცედურისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია, “ახალმა საქართველომ” იუსტიციის სახლში 7 ივნისს, მასშტაბური საჯარო დაფუძნების შემდეგ ჩააბარა. მიუხედავად ამისა, შესაბამისი უწყება გაურბის გაერთიანების წევრებთან კომუნიკაციას.
ამასთან, 8 ივნისიდან წინასაარჩევნო პროცესი დაწყებულია, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურის გაჭიაუნრების გამო, სამოქალაქო პლატფორმას - ,,ახალი საქართველო“ საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვანი ჩართვის პრობლემა ექმნება. მნიშვნელოვანია , რომ ჩვენ მიერ წარდგენილი საბუთების რეგისტრაციის შემდეგ დღემდე არ დადგენილა ხარვეზი. არ ყოფილა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა, რაც ნიშნავს, რომ საბუთებში არანაირი პრობლემა არ არის და შესაძლებელია პოლიტიკური გაერთიანების დაუყოვნებლივი რეგისტრაცია.
კანონით გათვალისწინიებული ერთთვიანი ვადა, ეს არის მხოლოდ მაქსიმალური ვადა, რაც აძლევს იუსტიციის სამინისტროს შესაძებლობას რეგისტრაცია განახორციელოს ერთ დღეში, ორ დღეში და ა.შ და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.