ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უნდა მოხერხდეს და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს.
ამის შესახებ მან დღეს ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი უნდა იყოს.
,,არავის აზრად არ ჰქონია მოსახლეობის ხმების მოპარვა, რაც ყველაზე დიდი სირცხვილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთივე იქნება და ასეთი მიზანი აქვს კვირიკაშვილსაც და იმდენად კარგად იცნობთ და გასაგებია მისი მოდელი, რომ ალბათ, ანეკდოტური იქნება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძვრეს. ასეთი მთავრობა გვყავს დღეს და არჩევნებიც უფრო კარგი უნდა ჩავატაროთ, ვიდრე წინა ორი იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.