„ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები, დღესაც რომ ვუყურებ, მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, ძალიან იშვიათად ჩნდებიან“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“.
ივანიშვილის თქმით, ეკონომიკური ფორუმების გამართვას აზრი ეძლევა.
მისი განმარტებით, ასეთი ტიპის ფორუმების დაფუძნების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის სწორი შეფასება.
„დღევანდელ წარმომადგენლობას თუ შევხედავთ, შეძლება ვთქვათ, რომ ძალას იკრებს ამ ტიპის ფორუმების გამართვა და აზრი ეძლევა. დღეს მე-7 შეხვედრაა და მიზანი ასეთი ტიპის ფორუმების დაფუძნების გახლდათ ის, რომ ეკონომიკის, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი, შეფასება არ გახლავთ იოლი. მმართველობის ის ტიპი, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ეკონომიკასთან დაკავშირებით, მოითხოვს სწორ შეფასებებს. ეს იყო საფუძველი და ამავდროულად, ახალი იდეების მოწოდებაც შეიძლება ასეთი ტიპის ფორუმებზე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რომ ფორუმებს დასწრებოდნენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ და იმ ეკონომიკის მიმართ, რომელიც 2012 წლის შემდგომ დაფუძნდა. ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები, დღესაც რომ ვუყურებ, მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მაგრამ მე ყველას არ ვიცნობ და იქნებ, მაინც მოხერხდეს კრიტიკული შეფასება ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მოღვაწეობის და ზოგადად, ეკონომიკის შეფასება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.