ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას შეახსენებს თუ რა გაკეთდა კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. იგი ამბობს, რომ ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა და ნიშნული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნულზე დაბლა იდგა, ხოლო "ერთი ჯგუფი კი კანონზე მაღლა იდგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს." დღეს კი, როგორც ამას ივანიშვილი მიიჩნევს, "ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ, საქართველო ევროპის შესადარი გახდა.
"დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად საკუთრებაში ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ან მედიის თავისუფლებაში. ჩემი გადმოსახედიდან მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება უფრო მეტჯერ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. ასეთი დისბალანსი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ის სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციური პარტიული ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის ხიბლს იმისას, რომ კიდევ ერთჯერ დაარწმუნონ მოსახლეობა ეს არის ხელისუფლების ბრალი და ესეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და ნაცვლად სთავაზობენ აბსოლუტურად არაარგუმენტირებულ და და გაუაზრებელ დაპირებებს. აქ ბიზნესს საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს და დაეხმაროს საზოგადოებას. ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხელისუფლებას რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება ხიფათთან იყოს დაკავშირებული და ქვეყანას სტაბილურობა დააკარგვინოს. თუ კიდევ ერთხელ შევაფასებთ სხვაობას დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკას შორის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავლახოთ ეს დისბალანსი, შევინარჩუნოთ თავისუფალი კონკურენტული ბაზარი," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა: "შეიძლება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არის გაჭირვებული, სხვა მიმართულებით წაიყვანონ და ჩვენ დავკარგოთ ის პოლიტიკური სტაბილურობა, რაც მოვახერხეთ და მივიღეთ."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.