ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორში დოლარიზაცია კომპლექსური პრობლემაა.
ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, სადაც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დავით ონოფრიშვილმა დოლარიზაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, სესხის ლარში აღების მსურველს, კომერციული ბანკი ამაზე უარს არ უნდა ეუბნებოდეს.
მესტვირიშვილის თქმით, მისი პოზიციაც ანალოგიურია და ფიქრობს, რომ ბანკს არ უნდა ეშინოდეს სესხის ლარში გაცემა, ხოლო მსესხებელს - სესხის ლარში მიღება.
„2015 წელს სესხების დოლარიზაცია მცირდებოდა, ლარიზაცია იზრდებოდა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. წლის მეორე ნახევარში დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა, რა პროცესიც 2016 წელს შეტრიალდა. დოლარიზაცია კომპლექსური პრობლემაა. მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჩვენ გვაქვს გარკევული ღონისძიებები, რასაც ვახორციელებთ. მთავრობასთან ერთად დამატებით ღონისძიებებზე ვმუშაობთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი ხედვა მნიშვნელოვნად ემთხვევა იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. პირადად ჩემი პოზიციაც ანალოგიურია. ბანკს არ უნდა ეშინოდეს სესხის ლარში გაცემა, ხოლო მსესხებელს - სესხის ლარში მიღება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა ონოფრიშვილის პასუხად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.