საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოხატავს და თანაგრძნობას უცხადებს მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს.
„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა. თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს“,-აცხადებს პრემიერი.
მოსკოვსა და კარელიის რეგიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა, 13 ცხედარი უკვე ნაპოვნია, ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. რუსული მედიის ცნობით, კარელიის სამოზეროს ტბაზე დასასვენებლად ჩასულ 49-კაციან ჯგუფს ღამის საათებში მომხდარი შტორმის შედეგად ნავები გადაუბრუნდათ. ჯგუფში ძირითად, 12-დან 15 წლამდე ბავშვები იყვნენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ მეხუთე ეჭვმიტანილი დააკავა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ხუთივე დაკავებული ბავშვთა ბანაკის ინსტრუქტორია, რომლებმაც მოსალოდნელი შტორმის შესახებ იცოდნენ და ამის მიუხედავად, ბავშვები მდინარეზე დასაშვებად მაინც წაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.