საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, პროკურორ ოთარ ფარცხალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "გამოძიება უნდა ჩატარდეს, არა მხოლოდ იმაზე მოხდა თუ არა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, არამედ იმაზეც რატომ არ შეასრულა პროკურატურამ მასზე დაკისრებული ცალსახა ვალდებულება".
„მე მინდა გავიმეორე პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე. ამ გადაწყვეტილების კონტექსტში პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის დამაზიანებელი გადაწყვეტილება. ეს არის მძიმე გადაწყვეტილება. როგორც ჩვენ ვაცხადებთ, ამას უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული პირებისა. მინდა გითხრათ, რომ დღეს მინისტრებიც საუბრობენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე. ორი აზრი არ არსებობს ამისთვის და პრეზიდენტი თავიდანვე აფიქსირებდა ამ პოზიციას, რომ გამოძიება ჩასატარებელია და ეს ვალდებულება მომდინარეობს კანონმდებლობიდან, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ როცა დანაშაულის შემცველი ინფორმაცია ვცრელდება, პროკურატურამ უნდა მიახდინოს სამართლებრივი რეაგირება. მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმაზე, მოხდა თუ არა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, არამედ იმაზეც რატომ არ შეასრულა პროკურატურამ თავის დროზე კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება და რატომ გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ დღეს სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფო ინტერესებისთის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის არარეალური წარმოდგენების საფუძველზე დაადგინა.
როგორც მან გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილს, ციხიდან გაყვანის, პროკურატურაში მიყვანის და შემდეგ მასზე ზეწოლის ფაქტები მოელანდა. „რამდენ პატიმარს მოელანდება, რომ მთავარი პროკურორი შეხვდა. ახლა ასმა პატიმარმა, რომ თქვას ოთარ ფარცხალაძე შეგვხვდაო... კი არ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილს ციხიდან გაყვანა მოელანდა, ეგრეა“,-განაცხადა ფარცხალაძემ.
ფარცხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ მას ვერ დააკავებენ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.
„ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ. ერთადერთი თუ დაიწყო გამოძიება, არ ვიცი ეგეც ტელევიზიით მოვისმინე, ვითანამშრომლებ. გამოძიება მივა იმედია აუცილებლად ბოლომდე, შესაბამისად როგორც დაიწყება, შეწყდება ისე“,-აცხადებს ოთარ ფარცხალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა მას ხელშეუხებლობის განცდა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე ფარცხალაძე პასუხობს, რომ ფაქტი არ მომხდარა, ის მერაბიშვილს არ შეხვედრია, შესაბამისად არანაირი ხელშეუხებლობის განცდა არ აქვს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიმდინარე წლის 14 ივნისს, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი. თუმცა დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე. კერძოდ კი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტზე (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) და 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რა დროსაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით და უარი სათანადოდ არ დაასაბუთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.