პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონი უნდა გამკაცრდეს.
კანონპროექტის ინიციატორის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, საქართველო, რუსეთის ფედერაციის შემდეგ, მეორე სახელმწიფოა, სადაც პროცენტულად ყველაზე მაღალია მწეველების რიცხვი.
„ცვლილებების მომზადება ქვეყანაში არსებული ვითარების და წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის აუცილებლობამ განაპირობა, რადგან საქართველო, რუსეთის ფედერაციის შემდეგ, მეორე სახელმწიფოა, სადაც პროცენტულად ყველაზე მაღალია მწეველების რიცხვი, ამასთან, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც არამწეველების ჯანმრთელობას და მათ უფლებებს დაიცავს“,-განაცხადა მაღრაძემ.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება, ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.
თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა, ე.წ. ელექტრონული სიგარეტი, „საწუწნი თამბაქო“ და ნიკოტინის შემცველი მოწყობილობები დაემატოს და შეზღუდვები მათ გამოყენებაზეც გავრცელდეს.
პროექტით, 50 მეტრიდან 100 მეტრამდე იზრდება მანძილი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სადაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის და მისი აქსესუარების რეალიზაცია და განლაგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.