ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ.
გამოფენის ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის კურატორი ანა ჭეიშვილი.
გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ფოტოების ნახვის შესაძლებლობა ქართველ დამთვალიერებელს პირველად მიეცა.
„იმ ევროპელ მკვლევართა შორის, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნის მანძილზე მოგზაურობდნენ, ყველაზე მეტად სწორედ ფრანგები დაინტერესდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესწავლით. ამას მოწმობს საფრანგეთის არქივებში დაცული მასალები: ფოტოები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ექსპედიციების ანგარიშები. აღნიშნული ფოტოების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ. ფოტოებს ანოტაციების სახით თან ერთვის ფრანგი ავტორების მიერ გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერები“,-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილი იყო პარიზში, მიმდინარე წლის 28 აპრილს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV), სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა.
გამოფენა 8 ივლისამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.