ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“ აპირებს ის ნორმა გაასაჩივროს, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს ეხება.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩანაწერი მკაფიო იმის თაობაზე, რომ არა უგვიანეს 50-ე დღისა, იწყება ეს კამპანია უფასო სარეკლამო დროის, ძალიან კარგია. დღევანდელი კანონიც ამას ამბობს, მაგრამ ტოვებდა განმარტებისთვის სივრცეს და ამ სივრცეს ძალიან კარგად იყენებდა მარეგულირებელი კომისია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მართალია დრო არ იზრდება, მაგრამ ჩნდება საათობრივი რეგულაცია. ანუ ორ წუთნახევარი საათში უნდა არსებობდეს. ეს არის ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი პირველ რიგში საეთერო ბადისთვის და ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში და სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა. იმიტომ, რომ სარეკლამო ბადე ეს არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლების. კატეგორიულად ვაპირებთ ამ ნორმის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში, არა მარტო ჩვენ, GDS-იც“,-განაცხადა გვარამიამ.
შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. საუბარია პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დროის შეზღუდვაზე. მედიამენეჯერები ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსებისთვის წინასაარჩევნოდ გამოყოფილი უფასო სარეკლამო დრო, არარელევანტურად არის განაწილებული და არც მაყურებლების ინტერესს ასახავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.