"თუ სამართლიან პრინციპებზე ვისაუბრებთ " ქართულ ოცნებას" გაცილებით მეტი უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნის", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე.
“შეიძლება რაღაცა პრეტენზიები რაღაც დონეზე იყოს მაგრამ, მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ და ყველას ექნება რაღაცა დონის საინფორმაციო უფასო დრო, რაც მას მისცემს საშუალებას ამომრჩეველთან თავისი თავის წარდგენის. ეს არის ის მინიმალური სტანდარტი რაც კანონით დადგინდა. დანარჩენი ყველა სუბიექტი მათ შორის ქართული ოცნებაც იძულებული იქნება ისარგებლოს ფასიანი სარეკლამო დროით", - აცხადებს ფოფხაძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გიორგი მარგველაშვილსა და მედიამენეჯერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის თემა ინტერპარტიული ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. საუბარია პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დროის შეზღუდვაზე.
მედიამენეჯერები ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსებისთვის წინასაარჩევნოდ გამოყოფილი უფასო სარეკლამო დრო, არარელევანტურად არის განაწილებული და არც მაყურებლების ინტერესს ასახავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.