საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება არის დროულიც და მნიშვნელოვანიც, რათა წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული იყოს პროგრამებსა და პლატფორმებზე და არა ცემა-ტყეპაზე, უღირსად მოხსენიებასა და სიძულვილის ენაზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა. დოლიძე “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ პარლამენტის განცხადების პროექტის ავტორია.
“ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ. ინიციატივას პარლამენტში გამოსვლის დროს პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი. მინდა ყველა კოლეგას მადლობა გადავუხადო, ვინც განცხადებას ხელი მოაწერა და ვინც ჩათვალა, რომ მართლაც მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს.
პარლამენტის განცხადების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა, პროექტს ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა.
განცხადების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხდებს, რომ დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, “საარჩევნო კოდექსის“ და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. აღიარებს პოლიტიკური პარტიების კონკრეტულ უფლებებს და თავისუფლებებს, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე, ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე.
ამასთან, აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას. პარლამენტი მედია საშუალებებებს მოუწოდებს, დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ასევე, ხაზს უსვამს სასამართლოს განასაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.