"ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის სახელმწიფოებს და ევროკავშირის პარლამენტს, რომ შესაძლო მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში", - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიულ გამოცემასთან, Wiener Zeitung-თან ინტერვიუში გააკეთა.
”ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილება. მიგრაციის კრიზისმა, რა თქმა უნდა, სავიზო საკითხებზე ევროკავშირის სენსიტიურობა კიდევ უფრო გაზარდა. მაგრამ აქ საქმე ეხება ორ სრულიად განსხვავებულ პრობლემას. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, რომლებმაც ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. ამ საკითხს არალეგალურ მიგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარია მხოლოდ ტურისტულ მიმოსვლასა და მოკლევადიან მგზავრობაზე. ჩვენ მოუწოდებთ ევროკავშირის სახელმწიფოებს და ევროკავშირის პარლამენტს, რომ შესაძლო მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულად კი, სხვა ქვეყნებთან არსებული ვითარებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკითხი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდება, და რომ საქართველო ზოგადად ევროპის აბსოლუტურად სხვა პრობლემების მძევლად არ იქცევა.
ახლა, 1-ლი ივლისიდან, ეს შეთანხმება ოფიციალურად სრულად ამოქმედდება. შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა შეასრულა. ამით, არა მხოლოდ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ ახალი შესაძლებლობები, არამედ უფრო მეტი ქართველი ტურისტი შევა ევროკავშირში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მართლაც არავითარი რისკი არ გააჩნია”, - განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო უწყების პირველი პირის ინტერვიუს არაოფიციალურ ქართულ თარგმანს თავად სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.