თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52% მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის ხმების 95%-ია დათვლილი. ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა ექმელედინ ისხანოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 38 % მიიღო, მესამე კანდიდატმა სელიახატინ დემირტაშმა კი, 9,8%.
ერდოღანმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იგი არა მხოლოდ მათი პრეზიდენტი იქნება, ვინც მას ხმა მისცა, არამედ მთელი 77 მილიონიანი თურქეთის.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2003 წლიდან იკავებდა. ქვეყნის კონსტიტუციით, ერდოღანს, თურქეთის პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთი ვადით დარჩენის უფლება არ ჰქონდა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ცვლილებებს განახორციელბს ქვეყნის კონსტიტუციაში, რათა პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს. ამასთან, თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.
"ბიბისის" ცნობით, თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 28 აგვისტოს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.