"საქართველო გეოგრაფიულად ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენ ამჯერად გვსურს ევროპას ინსტიტუციონალურადაც ვეკუთნოდეთ", - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიულ გამოცემასთან, Wiener Zeitung-თან ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენ გვწამს, რომ იმ რეფორმებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განვახორციელეთ, ქვეყანას ვაძლიერებთ. ჩვენთვის საკითხი შემდეგნაირად დგას, გვსურს იმ ქვეყნების ჯგუფს ვეკუთვნოდით, რომლებთანაც ერთი და იგივე ფასეულობები და ინტერსები გვექნება. ამ კურსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც: გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 85 %-ს სურს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ადამიანებს თავისუფლების ევროპული მოდელის მცნების და ევროპული ფასეულობების სჯერათ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ევროპა ამჟამად არ არის მზად შემდგომი გაფართოებისთვის, მაგრამ ასოცირების შეთანხმებით და იმ რეფორმებით, რაც მასთან არის დაკავშირებული, ვემზადებით იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი კვლავ დღის წესრიგში დადგება. ასოცირების შეთანხმებამ უკვე ბევრი რამ მოუტანა საქართველოს. ჩვენ დღეს საქართველოში ძლიერი და ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტები. ვახორციელებთ რეფორმებს ყველა სფეროში, რომლებიც ევროპულ პრინციპებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვამზადებთ საქართველოს ევროკავშირის შესაძლო წევრობისთვის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა”, - აღნიშნა ჯანელიძემ.
საგარეო უწყების პირველი პირის ინტერვიუს არაოფიციალურ ქართულ თარგმანს თავად სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.