გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს
20-06-2016, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

 

 

აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს და მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურ ჩართულობას.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების კურსის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის გაძლიერების ერთგულია.

 

 

შეხვედრისას, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

 

 

საუბრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი