თამაზ მეჭიაური: ჩვენ გარეშე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მთავრობის ჩამოყალიბება და უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება
20-06-2016, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ამჟამად მის პარტიას და „ქართულ ოცნებას“ არანაირი სახის თანამშრომლობა არ აკავშირებთ.

 

 

როგორც guardian.ge-სთან საუბრისას მან განაცხადა, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე საუბარი, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება დაიწყოს.

 

 

„კონსერვატორები“  და „ქართული ოცნება“ აგრძელებენ თანამშრომლობას. ჩვენ და „ქართულ ოცნებას“ კი არანაირი თანამშრომლობა არ გვაქვს. თანამშრომლობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ მომავალში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ახლა ოპოზიცია ვართ მათი და როგორ შევთანხმდებით მაჟორიტარებზე?! ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ.  ერთმანეთს, რომ არ ვლანძღავთ და მხოლოდ კრიტიკით შემოვიფარგლებით, არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი შეთანხმებები შეიძლება გვქონდეს“,-განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

კითხვაზე თუ როდის აპირებს პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“  წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტივობის დაწყებას, მეჭიაური აცხადებს, რომ ჯერჯერობით ტექნიკური ხასიათის პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი.

 

 

„ჩვენ ჯერჯერობით, პრობლემები გვაქვს ოფისებთან დაკავშირებით. მხოლოდ ახლა შევუდექით ხელმოწერების შეგროვებას. მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის პრობლემები გვაქვს, რომელსაც პარალელურად ვაგვარებთ. ვმუშაობთ რეგიონებთან და ალბათ, უახლოეს ხანში უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ“,-განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

რაც შეეხება კითხვას აპირებს თუ არა რომელიმე პარტიასთან ბლოკის შექმნას, თამაზ მეჭიაური განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იგეგმება, თუმცა გამორიცხული არაფერია.

 

 

„საერთოდ ბლოკის შექმნას არ ვაპირებთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ თუ მსგავსი ხედვის პოლიტიკური ძალები ან სხვა ცალკეული პიროვნებები კონსულტაციების შემდეგ გამოხატავენ სურვილს და თუ მათ ექნებათ თანხვედრა ჩვენს სამოქმედო გეგმებთან და  სარგებლობის მოტანა შეეძლებათ, არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას რაიმე ფორმით“,-განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

მისივე თქმით, შესაძლოა რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში კენჭიც იყაროს.

 

 

„კენჭის ყრას არ გამოვრიცხავ, როგორც პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება საჭირო“,-განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლა და უმრავლესობის შექმნა პარტიის -„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ გარეშე გაუჭირდება.

 

 

„მიმაჩნია, რომ საკმაოდ სერიოზულ შედეგს მივიღებთ. ჩვენ გარეშე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მთავრობის ჩამოყალიბება და უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება“,-განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ინარჩუნებდნენ უნდა თუ არა „რესპუბლიკელი“ მინისტრები პოსტებს ასეთი განცხადებების ფონზე - მეჭიაური აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ერთის მხრივ იყო მთავრობაში და მეორეს მხრივ იყო მისი ოპოზიცია.

 

 

„მე არ მომისმენია მათი ეს კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიცია თავიდანვე განვაცხადე. ჩემთვის მიუღებელია ერთის მხრივ იყო მთავრობაში და მეორეს მხრივ იყო მისი ოპოზიცია“,-განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი