საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდი არ გამოიძიეს, კითხვებს აჩენს.
"კარგი იყო, რომ ის გამოძიება ეწარმოებინათ თავის დროზე, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ იყო არასწორი, თითქოს ვიღაცამ გაიყვანა და ღამე ესაუბრა, რაც ჩემი აზრით, ღიმილისმომგვრელია. მაგრამ რადგან კითხვები არის, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიონ და რატომ ადრე არ გამოიძიეს, აქ არის კითხვები", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, თავის დროზე როცა გავრცელდა ინფორმაცია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თაობაზე, მას ამისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია.
"მე არ მქონდა კითხვა, საუბედუროდ, არც მიმიქცევია ყურადღება. ეს გამონათქვამები მახსოვს, თითქოს თავზე რაღაც წამოაცვეს და გარეთ გამიყვანეს, ღიმილის მომგვრელი იყო მაშინ და დღესაც მგონია, რომ აბსოლუტური აბსურდია. რატომ არ აწარმოეს გამოძიება, მართლაც იწვევს კითხვებს, მით უმეტეს თუკი სტრასბურგში ასეთი კითხვები გაჩნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.