საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მოუწოდებს, გამონახოს ყველა გზა და საშუალება იმისთვის, რომ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსაცალი მოიძებნოს.
„დღევანდელ შეხვედრაზე მყოფმა ყველა მედიასაშუალებამ ცალსახად განაცხადა, რომ მათთვის ეს კანონპროექტი ქმნის პრობლემებს. მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ დღეს პირველად მიიღეს მონაწილეობა განხილვაში. პარლამენტმა ისე მიიღო ორი მოსმენით და განიხილა მესამე მოსმენით კანონპროექტი, რომ მათთვის აზრი არ უკითხავს. ეს ძალიან სამწუხაროა, ცხადია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. ეს იყო სამუშაო შეხვედრა. რა თქმა უნდა, კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ სუბიექტებმა, ვისაც ეს პირდაპირ ეხება. საუბარია პარტიებსა და მედიის წარმომადგენლებზე. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ პრეზიდენტის ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ის ისურვებდა, რომ ვეტომდე და მოტივირებულ შენიშვნებამდე ეს საკითხი არ მივიდეს.
„ეს არის მუშა პროცესი და იმედი მაქვს პარლამენტი შექმნილი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს და როგორღაც გაითვალისწინებს ყველა მედიის წარმომადგენლის ცალსახა მიუღებლობას ამ კანონპროექტისადმი“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.