საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე საუბრობს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე. იგი ივანიშვილს ილია ჭავჭავაძეს ადარებს და ამბობს, რომ სამების ეკლესიის აშენებით, ასეულობით ტაძრის რესტავრაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობით და სხვა არაერთი მსგავსი საქმითა და ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი დგას სწორედ იმ გზაზე, "რომელ გზაზეც იყო ილია ჭავჭავაძე". ამის შესახებ მანანა კობახიძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ვინც ჩემს ქვეყანას ფიროსმანის ნახატს დაუბრუნებს და მუზეუმს გადასცემს საჩუქრად, დიახ, ეს არის ილიას საქმე. სამწუხაროდ, ბევრი ამას ვერ აფასებს, მაგრამ იგივე ხალხმა მოკლა ილიაც და ითქვა კიდეც, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო… დიახ, მე შევადარე ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს. მე ვთქვი ჩემი აზრი. მე შევადარე ბიძინა ივანიშვილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი ღვაწლი და არა პოეზიის, პროზის ან წმინდანობის კუთხით. დიახ, რა საზოგადოებრივი როლიც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს მე-19 საუკუნეში, ის როლი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, პერიოდია განსხვავებული და ცხადია, გამოწვევები და პრობლემებიც სხვადასხვაა. დღეს წერა-კითხვის გავრცელების და ასეთი საზოგადოების შექმნის საჭიროება არ არის, მაგრამ, აი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი ნამდვილად საჭიროა და ის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით კეთდება. ჩვენ ქვეყანას სჭირდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც იქნება ქუთაისში და აქაც მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. დღეს თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბების საჭიროება არ გვაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უამრავი თეატრი ინგრეოდა და მსახიობებს ელემენტარული საარსებო არ ჰქონდათ. ამაშიც უდიდესია ბიძინა ივანიშვილის წვლილი, აღარაფერს ვამბობ სამების აშენებასა და ასეულობით ტაძრის რესტავრაციაზე. დიახ, ეს არის ის გზა, რომელ გზაზეც იყო ილია ჭავჭავაძე. მშიერი იყო ჯარიც და პოლიციაც. ვინ შექმნა ეს ინსტიტუცია და ვინ ეხმარებოდა მათ ფინანსურად, ხელფასები იქნება ეს თუ ინფრასტრუქტურა," განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.