რუსთავი #24 საჯარო სკოლის 18 სკოლადამთავრებული ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს.
არსებული ინფორმაციით, მათ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ბანკეტი ჰქონდათ და სწორედ სუფრაზე მირთმეული საკვებისგან მოზარდები დეზინტერიით დაავადდნენ.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების წარმომადგენლის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 7 უკვე გაწერილია, 11 კი კვლავ სტაციონარში რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.