შვედეთმა საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი ანდერს ანლიდმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოთ ვოლსთრომმა ლუქსემბურგში, სადაც ერთ-ერთი თემა საქართველოსთვის ვიზა–ლიბერალიზაციის დაწესების საკითხის განხილვაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლელი პარტნიორი ქვეყნების დახმარება უნდა გააგრძელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.