დასრულდა თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში, 1998-99-2000 წლებში დაბადებულთა შორის სადაც იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს სამსახურის ინფორმაციით, შეჯიბრებაში ხობის „კოლხეთის“ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდი მონაწილეობდა (მწვრთნელი: ვლადიმერ ჯამბურია). ხობელმა ფეხბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებულად პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ.
დაჯილდოვების ცერემონიალს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგნელები ესწრებოდნენ, გამარჯვებულ სპორტსმენებს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.