ლას ვეგასის საარჩევნო კამპანიისას დაპატიმრებულ ახალგაზრდა მამაკაცს "ტრამპის მოკვლა სურდა"
20-06-2016, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამაკაცი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისას დააკავეს, ცდილობდა პოლიციელის იარაღის აღებას იმისათვის, რომ სურდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მოკვლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

NBC -ს ცნობით კი, აღნიშნული მკვლელობა ახალგაზრდა მამაკაცს ლას ვეგასში საარჩევნო კამპანიის დროს უნდა მოეხდინა. ნევადას სასამართლო მაიკლ სტივენ სანდფორდს ძალადობის აქტისათვის ასამართლებს.

 


როგორც NBC იუწყება, სანდფორდმა განაცხადა, რომ იგი ლას ვეგასში კალიფორნიიდან იმისათვის ჩავიდა, რომ ტრამპი მოეკლა და შაბათის საარჩევნო კამპანიამდე ერთი დღით ადრე ლას ვეგასში სროლის სწავლას შეუდგა.

 


სანდფორდი მოგვიანებით ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მივიდა, ლას ვეგასის პოლიციის ოფიცერს მიუახლოვდა და უთხრა, რომ მას ტრამპისაგან ავტოგრაფი უნდოდა.

 

 

სასამართლოს ანგარიშში ნათქვამია, რომ 19 წლის სანდფორდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ოფიცერს ხელი ჩაავლო და იარაღის წართმევა დაუპირა.

 

 

როგორც BBC იუწყება დაკავებული მამაკაცი სავარაუდოდ ბრიტანელია. მას დიდ ბრიტანეთში გაცემული მძღოლის მოწმობა აქვს და როგორც მან პოლიციას განუცხადა, წელიწადნახევარია რაც შეერთებულ შტატებში იმყოფება. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი