ლეგენდარულმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და "სერიოზული შედეგების" გარდაუვალობაზე ისაუბრა ბრიტანეთში სამუშაო ადგილებისა და ფინანსების მხრივ, თუკი ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს.
ბრიტანულ "გარდიანში" გამოქვეყნებულ წერილში იგი ამბობს, რომ გირვანქა სტერლინგი "გამალებით დაეცემა" თუ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მომხრეთა ბანაკი ხუთშაბათის (23 ივნისი) რეფერენდუმში გაიმარჯვებს.
მან უზარმაზარი მოგება ნახა, შავ ოთხშაბათს ფუნტის წინააღმდეგ სანაძლეოს დადებით, 1992 წელს, როდესაც ბრიტანეთმა ERM –ი დატოვა. მისი თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა კიდევ უფრო ჩამოშლას გამოიწვევს. მაგრამ ევროკავშირის დატოვების მომხრეები აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის გარეთ უფრო აყვავებული იქნება.
"ევროკავშირი არის ძვირი, ბიუროკრატიული და ბრმა იმ დარტყმებისადმი რაც მას ადამიანების ხელფასებსა და ენერგო მატარებლებზე მზარდი ფასების მიმართ აქვს," განაცხადა დატოვების მომხრეთა მთავარმა აღმასრულებელმა მათიუ ელიოტმა, რომელმაც სოროსს ბრალი დასდო ბრიუსელისთვის უფრო მეტი ძალაუფლების მიცემის სურვილის გამოხატვაში.
სოროსი წერს, რომ "ფუნტის ღირებულება გამალებით დაეცემა." "მას ასევე ექნება დაუყოვნებელი და დრამატული გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ინვესტიციებზე, ფასებსა და სამუშაო ადგილებზე."
"მე მოველი, რომ რომ ფუნტი სტერლინგის ამჟამინდელი გაუფასურება უფრო დიდი და გამანადგურებელი იქნება, ვიდრე ის 15%–იანი დაცემა, რაც 1992 წლის სექტემბერში მოხდა, როცა მე აღმოვჩნდი საკმაოდ იღბლიანი, მნიშვნელოვანი მოგება მენახა ამით."
"ბრიტანელი ხმის მიმცემნი ახლა ვერ აფასებენ ბრიტანეთის დატოვების ნამდვილ ფასს. ძალიან ბევრს სჯერა, რომ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემას არ ექნება შედეგი მათ პერსონალურ ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს მოწყურებული ფიქრია."
მან გააფრთხილა, რომ ინგლისის ბანკის შესაძლებლობა – ძალიან ბევრი მონეტარული ინსტრუმენტით, რაც უკვე გამოიყენა დიდი ბრიტანეთისთვის გლობალური ფინანსური გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან თავის ასარიდებლად – უპასუხოს რეცესიას ან საცხოვრებელ სახლებზე ფასების დაცემას, შეზღუდული იყო.
ინვესტირების 60–წლიანმა გამოცდილებამ მას ასწავლა, რომ ამ დროს გამარჯვებულები მხოლოდ ფინანსური სპეკულატორები იქნებიან.
სოროსი წერს: "დღეს, ბაზარზე სპეკულაციური ძალები გაცილებით დიდი და უფრო მძლავრნი არიან. და ისინი ძლიერ მოსურნენი იქნებიან გამოიყენონ ბრიტანეთის მთავრობის თუ ბრიტანელ ხმის მიმცემთა ნებისმიერი შეცდომა,"
"ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ზოგიერთ ადამიანს ძალიან მდიდარს გახდის, მაგრამ ხმის მიმცემთა უმრავლესობას გააღარიბებს," აცხადებს სოროსი.
გასულ კვირას გირვანქა სტერლინგი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში უკვე მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის დატოვების ბანაკი საკმაოდ მძლავრ პოზიციებზე იდგა. ორშაბათს კი, ახალი გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში დარჩენის მსურველთა რაოდენობა უფრო მეტს შეადგენდა, სტერლინგმა ერთ დღეში, 2009 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი გამყარება აჩვენა და მისმა ფასმა 3 ცენტით აიწია. 1 გირვანქა სტერლინგის ფასმა $1.4693 შეადგინა.
ხუთშაბათ საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში, ანუ დროის იმ პერიოდში, რომელზეც ზოგიერთი ფიქრობს, რომ "შავი ოთხშაბათის" შემდეგ ფუნტი სტერლინგისთვის ყველაზე არამდგრადი ვაჭრობა იქნება, მოელიან რომ მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე დიდ ბანკს ყველაზე მთავარი ტრეიდერები ეყოლება სამუშაოზე გამოყვანილი.
მაგრამ ევროკავშირის დატოვების მთავარი ადვოკატი სოროსის მტკიცებებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი განცხადებები პანიკის დათესვას ემსახურება მიზნად, რადგან მას აქვს მსგავსი წარსული.
"ჯორჯ სოროსი ფუნტი სტერლინგის დანგრევის და ევროკავშირისთვის შემდგომი კონტროლის მიცემის დიდი ხნის ადვოკატია," აცხადებს ელიოტი. " მან იწინასწარმეტყველა მსგავსი განაჩენი და უკუნი, თუ ჩვენ არ შევუერთდებოდით ევროს. ის მცდარი იყო მაშინ და მცდარია ახლაც.
"მას შემდეგ რაც ჩვენ ხმას მივცემთ დატოვებას, ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დასამყარებლად ვიბრძოლებთ, რადგან იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გაგაჩნდეს, საჭირო არაა ამ კავშირის პოლიტიკური წევრი იყო," განაცხადა ელიოტმა და დაამატა:
"სტერლინგი ამჟამად უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა რეფერენდუმის შესახებ გამოცხადდა. არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას ფუნტი სტერლინგის რაიმე ხელშესახები გაუფასურება მოჰყვეს."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.