ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის თარიღი ამ დრომდე უცნობია. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფთან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ამ ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს.
„ჩვენ შევეხეთ იმ გამოხატულ სურვილს, რომელიც გამოითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან ჩემი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ჯერ კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ვიზიტის ვადები, მაგრამ ვისაუბრეთ იმ სურვილზე, რომელიც დაფიქსირდა ჩემი ვიზიტის დროს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
წინასწარი ინფორმაციით, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტი ივნისის დასაწყისში იგეგმებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.