არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში უწყებათაშორისი კომისიის შექმნა აუცილებელია.
აღნიშნულით პავლიაშვილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება ნამდვილად მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ნამდვილად პრევენციული ღონისძიებების გატარება. იგივე რა წუხილიც ჩვენ გვქონდა კორცხელის მონაკვეთზე. უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სწორედ აი ამ საკითხებს განიხილავს საარჩევნო პერიოდში, რომ საარჩევნო სუბიექტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება გვქონდეს, რომ დავაფიქსიროთ ამა თუ იმ გამოვლენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა პავლიაშვილმა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით კი პრემიერის ინიციატივა დროულია რადგან ქვეყანაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეალურ რისკი არსებობს.
„ძალადობის შემთხვევები, როგორიც არის სხვადასხვა კომპრომატების ომი, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გვაქვს, სწორედ მსგავსი ფაქტების და მსგავსი არასასურველი ქცევის შემთხვევები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან. ამ შემთხვევების პრევენციის საშუალება შეიძლება იყოს მართლაც მსგავს ქცევის კოდექსზე შეთანხმება“, - განაცხადა ბენიძემ.
გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და საზოგადოებას მიმართა. მან ყველას მოუწოდა, უმოკლეს დროში მიიღონ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი; ასევე, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დაუშვან; მან პოლიციასაც მიმართა და მოუწოდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.