გიორგი ვოლსკი: საია-ს განცხადებები ბოლო პერიოდში ძალიან პოლიტიზებულია
21-06-2016, 02:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებები ბოლო პერიოდში ძალიან პოლიტიზებულია.

 

 

აღნიშნულით ვოლსკი სისხლის სამართლის კოდექსში არჩევნებთან დაკავშირებული ახალი მუხლის დამატებაზე საიას კრიტიკას ეხმაურება.

 

 

მისი განმარტებით, კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ძალადობის პრევენციას მოახდენს.

 

 

„საია-ს განცხადებები ბოლო პერიოდში ძალიან პოლიტიზებულია. საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავების ყოფნა, ეს არ არის ის თემა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას. პოლიცია საჭიროა საარჩევნო უბნებთანაც და ყველა ისეთ ადგილებში, სადაც თავშეყრა იქნება არჩევნების დროს თუ სხვა პერიოდში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

გუშინ საია-მ სისხლის სამართლის კოდექსში არჩევნებთან დაკავშირებული ახალი მუხლის დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საია-ს განცხადებით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს ამ მიმართულებით განვითარებულ სიღრმისეულ მსჯელობას, ისევე როგორც არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებსა და პრაქტიკაში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, რაც საბოლოო ჯამში სპეციალური მუხლის შემოღების განმაპირობებელი გახდა.

 

 

მთავრობის ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტით, პასუხისმგებლობა მკაცრდება საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობისთვის. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე პოლიციელების ყოფნას კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი