ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) პროექტის "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" ფარგლებში ხონში სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა.
როგორც guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამოიკითხნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრებმაც. გამოკითხვის მიზანი ოთხ მუნიციპალიტეტში (ხონი, ზუგდიდი, ტყიბული, გორი) კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სოციალური ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებაა. შედეგებში აისახება მოსახლეობის საჭიროებები და გამოვლინდება თანამონაწილეობის ინოვაციური მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეების უკეთეს კოორდინაციას, ბენეფიციართათვის მომსახურების გაუმჯობესებას და სხვა საჭიროებებზე რეაგირების პოლიტიკის შექმნას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალურ საკითხებზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში PIN- თან ერთად სოციალური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა.
ხონის მუნიციპალიტეტში კვლევა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სპეციალისტებმა განახორციელეს და შედეგები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.