საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
მისი განცხადებით, ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს.
„ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს მალე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნდა მოხსენება, სადაც მითითებულია პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირის პარლამენტმა გადაწყვეტილება ერთი მოსმენით უნდა მიიღოს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.