„თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრების ნაწილმა ირაკლი ალასანიას პარტიის რიგები დატოვეს და „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს შეურთდნენ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აბაშის რაიონული ორგანიზაციის პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ შოთაძემ განაცხადა, რომ მათი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მათთვის ალასანიას პარტიის ხედვები და მიმართულებები მიუღებელია.
შოთაძე არ აკონკრეტებს, 80 წევრიდან რამდენმა წევრმა დატოვა პარტია, თუმცა ამტკიცებს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.