გადავდგით პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სოფლის გადარჩენისთვის, სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებისთვის და სტიმულირებისთვის. ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე.
"თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და ახალი მიმართულებები ემატება. მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე გადამუშავებასა და რეალიზაციაში. ასევე ხელი შევუწყოთ ახალი საწარმოების და წარმოების გაჩენას, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ექსპორტის გაზრდას. ეს ყველაფერი არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია.
ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი, ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგების განვითარების სტიმულირება, ასევე განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.