პრემიერი: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება
21-06-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება.

 

 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ყველა პროექტს ერთად მოუყაროს თავი „ერთიან აგროპროექტში“, რათა მთავრობის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი.

 

 

„მიგვაჩნია, რომ „ერთიანი აგროპროექტი“, როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში ვგეგმავთ. ეს ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საამისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპის და სხვა საერთაშორისო ბაზარზე და ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო წელში გამართული. არც ერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაში არის თითოეული ქართული ოჯახის ბედნიერება და წელში გამართული ოჯახები“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ომარ ზედგინიძე
      
მისასალმებელია ეს წამოწყება და მიმაჩნია რომ ნამდვილად დაეხმარება სოფელს განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფომ მიწის დახვნაზე ფული არ უნდა დახარჯოს, მიუხედავად იმისა რომ მეც ვსარგებლობ ამ პროექტით. ეს თანხა წყალში გადაყრილად მიმაჩნია, რადგანაც დღევანდელი სოფლის პრობლემა დაუხნავი მიწა კი არა, მოსავლის მოყვანის არცოდნაა, ამას ემატება უხარისხო სასუქები და შხამქიმიკატები რომლის გაკონტროლების მექანიზმიც არ არსებობს, რის გამოც გლეხს მოყავს მწირი მოსავალი რომელსაც გააჩნია მაღალი თვითღირებულება. ჩვენს, სამცხე ჯავახეთის მაგალითზე ვიტვი, აქ კარტოფილის მოსავალი ჰექტარზე არ აღემატება 15-20 ტონას, ისიც უკეთეს შემთხვევაში, მაშინ როცა მეზობელი თურქეთი ჰექტარზე იღებს 70-80 ტონა მოსავალს, ისრაელი კი უფრო მეტს, გარდა ამისა სოფლის განვითარებას ხელს უშლის საბანკო სექტორის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით--ძარცვა დღეისათვის იშვიათად შეხვდებით ან საერთოდ ვერ შეხვდებით სოფლად ადამიანს, რომელსაც არ აქვს ბანკის ვალი, ბანკები მაღალი პროცენტით და დაფარული თუ დაუფარავი ხარჯებით ატყავებენ მოსახლეობას. ბანკს მიაქვს გლეხის თითქმის მთელი შემოსავალი აქმიტომაც ზემოგებას ღებულობენ სისტემატურად., გლეხი კი წელში გამართვის ნაცვლად უფრო ღარიბდება. ვფიქრობ სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა მოიწვიოს უცხოელი აგრონომები, რომლებიც უხელმძღვანელებენ მოსავლის მოყვანას მიწის დახვნიდან მოსავლის აღებამდე, გლეხი გამოიყენებს მათ რეკომენდირებულ სათესლე მასალას, სასუქებს და შხამ ქიმიკატებს. ეს ყველაფერი გლეხმა უნდა მიიღოს ნისიად მოსავლის აღებამდე, რის ნშემდეგაც გადაიხდის თანხას, მასვე უნდა დაუკავდეს აგრონომის მომსახურების ხარჯი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ გლეხი მიიღებს გაცილებით მეტ მოსავალს, რაც შიდა ბაზარზე პროდუქციას გააიაფებს, შეწყდება კარტოფილის იმპორტი, რასაც მოყვ ება დოლარის გადინების შემცირება და გაზრდის პროდუქციის ექსპორტს მეზობელ აზერბაიჯანში, რასაც დოლარის შემოდინება მოვება
21 ივნისი 2016 04:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი