სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მთავარის პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უნდა დაიკითხოს ყველა პირი, ვისაც ინციდენტთან რამე შეხება ჰქონდა.
"ჩვენ პირველივე დღიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამაზე არა ერთი განცხადება გავაკეთეთ, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო შესული ეს საკითხი და მეორდებოდა, თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, თუ როგორც იქნა, საბოლოო ჯამში ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. ანუ გამოძიება დაწყებული არის ფაქტთან დაკავშირებით. ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ჰქონდა,“ - განმარტა უჩა ნანუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.