საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მოხარულია ქალბატონ ბრინკთან ხელახლა შეხვედრის შესაძლებლობით.
შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაძლიერებას, მედიის თავისუფლებას.
მხარეებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე ისაუბრა იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს, ვარშავის მოახლოებულ სამიტს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.
მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.